აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - ვმუშაობთ, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო წარმატებული საქართველო
ვმუშაობთ, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო წარმატებული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოვგილმა განაცხადა. მისი თქმით, მიდის მუშაობა აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ხელშეკრულებაზე.
„ყველა ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი ბიზნეს კლიმატი იყოს და რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ჩვენ ვნახეთ დიდი ცვლილებები, მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციებისა და ბიზნეს კლიმატის კუთხით, თუმცა ვაგრძელებთ ზრდას და გაძლიერებას. რაც შეეხება სავაჭრო ხელშეკრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის, საქართველო აშშ-სთვის უძლიერესი მოკავშირეა, უსაფრთხოების, ეკონომიკისა თუ ენერგეტიკის კუთხით. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფრო წარმატებული საქართველო. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირთან, თუმცა ჯერ არ გვაქვს თქვენთან, ამაზე ვმუშაობთ რამდენიმე წელია. თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას მოსწონს ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების იდეა, ვფიქრობ ახლა სწორი დროა და ეს გამოგვივა“, – განაცხადა მაიკლ ქოვგილმა.