აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ წუთებში ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება, რათა გაგრძელდეს მოსამზადებელი სამუშაოები კიმ ჩენ ინისთან შესახვედრად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გეგმები მომზადების პროცესშია, ურთიერთობები შენდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის.

არცერთი რეჟიმი არ არის უფრო საშიში ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე. ბირთვულმა შეთანხმებამ საშუალება მისცა ირანს, გაეგრძელებინა ბირთვული აქტივობა. დესტრუქციულად მოქმედებს სირიაში, იემენსა და სხვა ადგილებში.

ჩვენ დღეს გვაქვს მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმი იტყუება და აგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნას. შეთანხმებამ არ მოიტანა მშვიდობა და არც მოიტანს მომავალში. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანმა შექმნა ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც იყენებს ახლო აღმოსავლეთში.

ირანი აგრძელებს ტერორიზმის მხარდაჭერას. გასულ წელს განვაცხადე, რომ შეთანხმება უნდა გადახედილიყო ან გაუქმებულიყო. ბოლო თვეების განმავლობაში მოკავშირეებთან ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში. ჩვენ ერთიანი ვართ საფრთხის მიმართ. კონსულტაციების შემდეგ ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვა. ირანის ტერორიზმის დაფინანსების კუთხით პირველი სახელმწიფო.

აშშ-ი გადის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. ირანის რეჟიმს დაუწესდება ეკონომიკური სანქციები. ​აშშ-ი არ იქნება შეთანხმების მძევალი.

თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები რაც კი აქამდე ჰქონია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.