აშშ-ის ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, ჯერი კოლანჯელომ დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 35 კალათბურთელისგან შედგება.
ეს არის შემადგენლობა 2018-2020 წლებისთვის და სწორედ ამ კალათბურთელებისგან დაკომპლექტდება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის და 2020 წლის ოლიმპიადის საბოლოო განაცხადები.
ამერიკელთა გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები – ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ჯონ უოლი (ვაშინგტონი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა), სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), კაირი ირვინგი (ბოსტონი), დამიენ ლილარდი (პორტლენდი), აიზია ტომასი (ლეიკერსი), კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი), კრის პოლი (ჰიუსტონი), კაილ ლაური (ტორონტო), მაიკ კონლი (მემფისი), დემარ დეროზანი (ტორონტო), პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა), ერიკ გორდონი (ჰიუსტონი), სი ჯეი მაკოლუმი (პორტლენდი), ვიქტორ ოლადიპო (ინდიანა), კემბა უოკერი (შარლოტი);
ფორვარდები – ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი), კევინ ლავი (კლივლენდი), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), ჰარისონ ბარნსი (დალასი), ჯიმი ბატლერი (მინესოტა), ტობიას ჰარისი (კლიპერსი), გორდონ ჰეივორდი (ბოსტონი), კავაი ლენარდი (სან ანტონიო), კრის მიდლტონი (მილუოკი);
ცენტრები – დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი), მაილს ტერნერი (ინდიანა).
უახლოეს ორ დიდ ტურნირზე აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი „სან ანტონიოს“ დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი იქნება.
გაფართოებულ შემადგენლობაში რიოს ოლიმპიადის 11 ჩემპიონია, ლონდონის ოლიმპიადის შვიდი ჩემპიონი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის რვა გამარჯვებული. ეს 35 კალათბურთელი NBA-ს 20 კლუბს წარმოადგენს. ყველაზე მეტი, ოთხი კალათბურთელი ჰყავს „გოლდენ სტეიტს“ (კარი, დურანტი, გრინი და ტომპსონი).