აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობის 11 წევრი პარიზის ოლიმპიადისთვის ცნობილია #1TVSPORT
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობის 11 წევრი პარიზის ოლიმპიადისთვის ცნობილია #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობის 11 წევრი პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ცნობილია, – ინფორმაციას „იესპიენი“ ავრცელებს.

ამერიკელები ოლიმპიადაზე უძლიერესი შემადგენლობით ჩავლენ. მოგვიანებით ცნობილი გახდება გუნდის მე-12, ბოლო წევრის ვინაობაც.

აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა:

ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“), სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“), კევინ დურანტი („ფინიქსი“), ჯეისონ ტეიტუმი („ბოსტონი“), ჯოელ ემბიიდი („ფილადელფია“), დევინ ბუკერი („ფინიქსი“), ტაირის ჰალიბარტონი („ინდიანა“), ენტონი ედვარდსი („მინესოტა“), ჯრუ ჰოლიდეი („ბოსტონი“), ბემ ადებაიო („მაიამი“), ენტონი დევისი („ლეიკერსი“).

აღსანიშნავია, რომ NBA-ის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი სტეფ კარი ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ლებრონ ჯეიმსი გუნდში 2012 წლის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო კევინ დურანტს აქვს შანსი, მეოთხე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგოს და რეკორდი დაამყაროს.

აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კერია, რომელიც „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.