აშშ პოლონეთში სამხედროების რიცხვის გაზრდას აპირებს
აშშ პოლონეთში სამხედროების რიცხვის გაზრდას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში სამხედროების რიცხვის გაზრდას აპირებს. როგორც პოლონეთში აშშ-ის ელჩი ჯორჯეტ მოსბახერი აცხადებს, უახლოეს მომავალში პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი რამდენიმე ასულს მიაღწევს.

ეს განცხადება დიპლომატმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„სავარაუდოდ, ამერიკელი სამხედროების რიცხვი პოლონეთში რამდენიმე ასეულს მიაღწევს ან გადააჭარბებს კიდეც. ჩვენ ვითხოვეთ ფინანსური ვალდებულებების გაზიარება, რაზეც ბევრი სახელმწიფო წუწუნებს, პოლონელები კი, არა. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს და ვფიქრობთ, მათ ეს დაუფასდებათ“, – განაცხადა მოსბახერმა.