აშშ-მა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის გარემოცვის ექვს წევრს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შავ სიაში“ მოხვდნენ ბაშარ ასდის ორი სამხედრო მრჩეველი, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები. სახაზინო მდივან სტივენ მნუჩინის განცხადებით, აღნიშნული პირები ასადის რეჟიმის რეპრესიებში მონაწილეობენ.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების დაწესება სირიის ქალაქ გუთაში ქიმიური იარაღის გამოყენებიდან შვიდი წლისთავს დაუკავშირა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ გუთაში 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებას შვიდი წლის წინ 1400-ზე მეტი სირიელი ემსხვერპლა.
„აღნიშნული სისასტიკის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, აშშ აწესებს სანქციებს ასადის რეჟიმის ექვსი სამხედრო, სამთავრობო და ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პომპეოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ზეწოლას ასადის რეჟიმზე, რათა სირიელი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმები დასრულდეს.