ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„სანქციები მოიხსნება, თუ რამე ისეთი არ მოხდება, რაც არ გაგვახარებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკულ გუნდს, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, კაცთან, რომელსაც კარგად ვიცნობ და კაცთან, რომელსაც უყვარს მისი ქვეყანა. თავის გონებაში, ის მისი ქვყენისთვის კარგს აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, კონფლიქტის ზონაში სამხედროების მცირე ნაწილი მაინც დარჩება, რათა ნავთობობიექტები დაიცვას.

აშშ-მ თურქეთს სანქციები 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესა.