აშშ-ის კონგრესი - აშშ-მა უნდა გააძლიეროს საქართველოს შეკავების, წინააღმდეგობისა და თავდაცვის უნარები
აშშ-ის კონგრესი - აშშ-მა უნდა გააძლიეროს საქართველოს შეკავების, წინააღმდეგობისა და თავდაცვის უნარები

აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციასთან ერთად, გააძლიეროს საქართველოს შეკავების, წინააღმდეგობისა და თავდაცვის უნარები. მათ შორის შესაბამისი დახმარების გაწევით, გააუმჯობესოს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები, – ამის შესახებ საუბრია საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

„2018 წლის ფისკალურ წელს აშშ-მა საქართველოსთვის უზრუნველყო 2.2 მილიონი დოლარის დახმარება, 1961 წლის საგარეო დახმარების აქტის მე-5 თავის, II ნაწილის შესაბამისად და 35 მილიონი დახმარება იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის 23- პუნქტის შესაბამისად. კონგრესს მიაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აშშ-ის საქართველოს მიმართ დახმარება 1961 წლის საგარეო დახმარების აქტის, მე-5 თავის II ნაწილისა და იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის 23- პუნქტის შესაბამისად. აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციასთან ერთად, გააძლიეროს საქართველოს შეკავების, წინააღმდეგობისა და თავდაცვის უნარები. მათ შორის შესაბამისი დახმარების გაწევით, გააუმჯობესოს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები“, – ნათქვამია კონგრესის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

ამასთან, მიღებული პროექტის მიხდევით, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს შესაბამისი დეპარტამენტებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციით, კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოს მთავრობისთვის გაწეული უსაფრთხოების დახმარების შესახებ.

„ანგარიში უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობისთვის 2008 წლის ფისკალური წლიდან დღემდე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების პროფრამის დეტალურ მიმოხილვას; საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენტიტეისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხეების შეფასებას; საქართველოს თავდაცვითი უნარების შეფასებას, მათ შორის საქართველოს შეკავების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვითი უნარების 5 წლიან სტრატეგიას“, – ნათქვამია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტში.

ამასთან, კონგრესი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა განახორციელოს ქმედებები, რათა დაეხმაროს საქართველოს, გააუმჯობესოს კიბერუსაფრთხოება:

1) უზრუნველყოს საქართველო ისეთი მხარდაჭერით, როგორიც სჭირდება სამთავრობო ქსელის დასაცავად ზიანის მომტანი კიბერშეჭრისგან. კერძოდ, უზრუნველყოს ისეთი ქსელებით, რომელიც დაიცავს საქართველოს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

2) უზრუნველყოს რუსეთის ინფორმაციასა და კომუნიკაციების ტექტნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირება.

3) დაეხმაროს საქართველოს მისი შესაძლებლობების განვითრებაში, გაზარდოს ინფორმაციის გაზიარება კიბერუსაფრთხოების კუთხით და თანამშრომლობა კიბერსივრცეში საერთაშორისო ძალისხმევებთან დაკავშირებით.

ბ) ამ აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტსა და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოსთან აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე. ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1) აშშ-ის ძალისხმევები დაკავშირებული საქართველოს უნარიანობის გაძლიერებასთან, რათა თავიდან აირიდოს, შეარბილოს და რეაგირება იქონიოს კიბერინციდენტებზე, მათ შორის სწავლების, განათლების, ტექნიკური დახმარების, შესაძლებლობების შექმნითა და კიბერუსაფრთხოების რისკების მენეჯმენტის სტრატეგიებით.

2) თანამშრომლობის ახალ სფეროებში შესაძლებლობებსა და აშშ-სა და საქართველოს შორის, საერთო კიბერ გამოწვევებში ურთიერთდახმარებას, მათ შორის კიდერდანაშაულს, მნიშვნელოვანი ინსტრასტრუქტურის დაცვასა და ავტომატურად გავრცელებადი საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

3) ნატო-ს ძალისხმევას, რათა დაეხმაროს საქართველოს განავითაროს ტექნიკური შესაძლებლობები კიბერსაფრთხეების დასაძლევად.