ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ ერთობლივი განაცხადი შეიტანეს ფიფა-ში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – წერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
გარდა ამისა, ტურნირის ჩატარებაზე პრეტენზიას აცხადებს მაროკო.
ახლა, საერთაშორისო ფედერაცია დაიწყებს პრეტენდენტთა შეფასებას. კერძოდ, სპეციალური კომისია კანდიდატ ქვეყნებს ესტუმრება, რის შემდეგაც, ამა წლის 13 ივნისს, მოსკოვში ფიფა-ს 68-ე კონგრესზე მასპინძელ ქვეყანას აირჩევენ.