აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სადაზვერვო ფრენა განახორციელა
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სადაზვერვო ფრენა განახორციელა

აშშ-ის სტრატეგიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, RQ-4B Global Hawk-მა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სადაზვერვო ფრენა განახორციელა. სიცილიიდან აფრენილი უპილოტო სადაზვერვო აპარატი რუსეთის კრასნოდარის მხარის სანაპიროსთან, ასევე ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის სრუტის სამხრეთით სამი საათის განმავლობაში დაფრინავდა. სევასტოპოლთან აპარატი სანაპიროს 33 კილომეტრში მიუახლოვდა. აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის სადაზვერვო მისია ასევე განხორციელდა დონბასში, ცეცხლის შეწყვეტის ხაზის მახლობლად. უპილოტო აპარატმა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცეში იფრინა.