აშშ-ის შემდეგ, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად კანადამ, კოლუმბიამ, ბრაზილიამ და პერუმ აღიარა
აშშ-ის შემდეგ, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად კანადამ, კოლუმბიამ, ბრაზილიამ და პერუმ აღიარა

აშშ-ის შემდეგ, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად კანადამ, კოლუმბიამ, ბრაზილიამ და პერუმ აღიარა.

ამის შესახებ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადეს.

კოლუმბიის ლიდერის თქმით, ვენესუელა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გეზს და ვენესუელას მოქალაქეები უნდა გათავისუფლდნენ დიქტატურისგან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ლიდერად ხუან გუაიდო აღიარა და მადუროს მთავრობის წევრებს სანქციებით დაემუქრა. საპასუხოდ მადურომ აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.