აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას პირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას დაპირდა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ კიევს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ვაშინგტონის პრიორიტეტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის პროგრესის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის რეალიზაციის მნიშვნელობას.