აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ბრიუსის განცხადებით, მხარეებმა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.

მანამდე აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა. „ორივე მხარემ დაადასტურა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი“, – აღნიშნულია რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.