რუსული მხარის ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს

22:02, 12.08.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.

„ორივე მხარემ დაადასტურა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი“, – აღნიშნულია რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი