აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა სლოვაკეთს და რობერტ ფიცოს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

23:23, 16.05.2024

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის პრემიერს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„სახელმწიფო მდივანმა სოლიდარობა გამოხატა სლოვაკეთის მიმართ და პრემიერ-მინისტრს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა ამერიკელ და სლოვაკ ხალხებს შორის გრძელვადიან კავშირებს. მან დაგმო პოლიტიკური ძალადობის ყველანაირი ფორმა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი