აშშ-ის საელჩო საქართველოსა და თბილისს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

10:56, 05.04.2020

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათების გამო საქართველოსა და თბილისის მერიას მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!“,- აღნიშნულია საელჩოს „ფეისბუქგვერდზე“.

კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი