აშშ-ის რაგბის ფედერაციამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა
აშშ-ის რაგბის ფედერაციამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის ფედერაციამ საკუთარი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

„იურისტებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, რთული და გაურკვეველი ფინანსური შეზღუდვების შედეგად, კენჭი ვუყარეთ გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადებას.

ამჟამინდელმა პაუზამ, რომელიც გამოიწვეულია კორონავირუსის პანდემიით, დააჩქარა არსებული ფინანსური პრობლემები, რომელიც ფედერაციის წინაშე არსებობდა და ახლა, რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება მსოფლიო რაგბის კავშირის დახმარებით.

აშშ-ის რაგბის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ გაკორტებაზე განაცხადის შეტანა, რომელიც გამყარებულია მოქმედების საიმედო გეგმით, ოპტიმალური სტრატეგიაა ამ განსაკუთრებული გარემოებების დროს. ეს არის საუკეთესო პლატფორმა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტისთვის და მომავალი სტაბილურობის მიღწევისთვის“, – წერია განცხადებაში.