აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს
WASHINGTON, DC - APRIL 02: U.S. National Security Advisor John Bolton joins President Donald Trump and NATO Secretary General Jens Stoltenberg during a bilateral meeting in the Cabinet Room at the White House April 02, 2019 in Washington, DC. On the 70th anniversary of NATO, Trump and Stoltenberg discussed the trans-Atlantic alliance's successes and its 'evolving challenges,' according to the White House. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფორინ პოლისი“ ავრცელებს. მედიასაშუალება წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი მიმდინარე კვირას იგეგმება. ამასთან, უცნობია, ვის შეხვდება ბოლტონი და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.
როგორც ბელარუსული მედია წერს, ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსნის ბელარუსში პირველი ვიზიტი იქნება.
ამასთან, „ფორინ პოლისის“ ცნობით, ბელარუსში ასევე ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი.
ბელარუსს აშშ-ის მხრიდან 2006 წლიდან სანქციები აქვს დაწესებული. ამის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა არადემოკრატიულად გამოაცხადა. სანქციები დაწესებული აქვს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, მისი ოჯახის წევრებსა და სხვა მაღალჩინოსნებს.
2008 წლიდან აშშ-ს ბელარუსში ელჩი არ ჰყავს. ბელარუსული მხარის მოთხოვნით, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა, მოგვიანებით მინსკმა შეზღუდვა შეამსუბუქა და დიპლომატების რიცხვი 10-მდე გაზარდა. 2019 წლის მარტში კი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ამერიკულ მხარეს დიპლომატების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების შესახებ აცნობა.