აშშ-ის მისია ნატო-ში - საქართველოში არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ
აშშ-ის მისია ნატო-ში - საქართველოში არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ში აშშ-ის მისია ეხმაურება.

„საქართველოში ამ შაბათ-კვირას არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.

დემოკრატიული ღირებულებები არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველი“, – ნათქვამია ნატო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.