აშშ-ის მისია ნატო-ში – საქართველოში არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ში აშშ-ის მისია ეხმაურება.
„საქართველოში ამ შაბათ-კვირას არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.
დემოკრატიული ღირებულებები არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველი“, – ნათქვამია ნატო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.
As #Georgia votes this weekend, we call for truly free and fair elections. Democratic values are the foundation for the 🇺🇸/🇬🇪 strategic partnership & Georgia’s future @NATO membership. pic.twitter.com/n3S3Ri1Gd7
— US Mission to NATO (@USNATO) October 30, 2020