აშშ-ის ღია 2022 - მოქმედმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ ტიტული დათმო #1TVSPORT
აშშ-ის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოაკლდა ქალთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ემა რადუკანუ. ბრიტანელმა საათსა და 42 წუთში 3:6, 3:6 წააგო ფრანგ ალიზ კორნესთან.
ორივე ჩოგბურთელს არ გამოსდიოდა თამაში საკუთარ მოწოდებაზე. ჯამში გათამაშებული 18 გეიმიდან 11-ში ბრეიკი დაფიქსირდა – რადუკანუმ ექვსიდან ოთხი ბრეიკპოინტი გამოიყენა, კორნემ ათიდან შვიდი.
ამ მარცხით რადუკანუ 2000 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და კლასიფიკაციაში TOP80-დან გავარდება.