აშშ-ის ღია 2021 | რადუკანუმ ოთხ მატჩში მხოლოდ 15 გეიმი წააგო – 1/8 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | რადუკანუმ ოთხ მატჩში მხოლოდ 15 გეიმი წააგო – 1/8 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* ელინა სვიტოლინა კარიერაში მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში.

* ლეილა ფერნანდესმა აშშ-ის ღიას მსვლელობისას „დიდი სლემის“ ტურნირების ორი ჩემპიონი დაამარცხა – ნაომი ოსაკა და ანჟელიკ კერბერი. ორივე შემთხვევაში მან წააგო პირველი სეტი და ბრეიკით იყო ჩამორჩენილი მეორეში.

* არინა საბალენკა კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ზედიზედ ორი ტურნირის ნახევარფინალში. მანამდე ის საუკეთესო რვას შორის ვერ შედიოდა.

* მაისიდან მოყოლებული, ბარბორა კრეიჩიკოვამ 35 მატჩი ჩაატარა და 31 მოიგო. ოთხი მატჩი მან წააგო ჩოგბურთელებთან, რომლებიც შემდეგ ტიტულს იგებდნენ. ამ პერიოდში ჩეხმა მოიგო WTA-ის სამი ტურნირი. ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა წყვილებში.

* ბელინდა ბენჩიჩისა და იგა შვიოტეკის მატჩის პირველი სეტი საათი და 24 წუთი გაგრძელდა. ის დასრულდა 23-წუთიანი ტაი-ბრეიკით, რომელიც ბენჩიჩმა 14:12 მოიგო. სეტის მსვლელობისას, ბენჩიჩმა ოთხი სეტბოლი მოიგერია, შვიოტეკმა – ხუთი.

* ბენჩიჩი მესამედ გავიდა „დიდი სლემის“ ურნირის მეოთხედფინალში.

* ბენჩიჩს ბოლო 14 მატჩში 13 მოგება აქვს.

* ემა რადუკანუ შელბი როჯერსის წინააღმდეგ საწყის მატჩში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 11 გეიმი მოიგო.

* რადუკანუმ აშშ-ის ღიაზე ოთხ მატჩში მხოლოდ 15 გეიმი წააგო, მათ შორის, ბოლო ორ მატჩში – ოთხი.

* პირველად 1988 წლის შემდეგ, აშშ-ის ღიას ქალთა და მამაკაცთა ტურნირების მეოთხედფინალში 18 წლის ჩოგბურთელები გავიდნენ – ემა რადუკანუ და კარლოს ალკარასი. 1988 წელს, ამ ასაკში მეოთხედფინალში იყვნენ – გაბრიელა საბატინი და ანდრე აგასი.

* კაროლინა პლიშკოვას ბოლო 23 მატჩში 19 მოგება აქვს, თუმცა, ამ პერიოდში ტურნირი არ მოუგია – იყო უიმბლდონისა და მონრეალის ფინალებში და ცინცინატის ნახევარფინალში.

* პლიშკოვას აშშ-ის ღიაზე 58 ეისი დაუგროვდა. რეკორდი ეკუთვნის სერენა უილიამსს, რომელმაც 1999 წელს 70 ეისი ჩააწოდა.

* ბიანკა ანდრეესკუმ შეწყვიტა აშშ-ის ღიაზე 10-მატჩიანი მოგებების სერია.

 

1/8 ფინალი

რადუკანუ (ბრიტ)-როჯერსი (აშშ) 6:2, 6:1

ბენჩიჩი (შვეიც, 11)-შვიოტეკი (პოლ, 7) 7:6(12), 6:3

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 4)-პავლიუჩენკოვა (რუს, 14) 7:5, 6:4

ანდრეესკუ (კან, 6)-საკარი (საბ, 11) 6:7(2), 7:6(6), 6:3

სვიტოლინა (უკრ, 5)-ჰალეპი (რუმ, 12) 6:3, 6:3

ფერნანდესი (კან)-კერბერი (გერ, 16) 4:6, 7:6(5), 6:2

კრეიჩიკოვა (ჩეხ, 8)-მუგურუსა (ესპ, 9) 6:3, 7:6(4)

საბალენკა (ბლრ, 2)-მერტენსი (ბელ, 15) 6:4, 6:1