აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის რადუკანუ სეტის წაუგებლად ნახევარფინალში გავიდა - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის რადუკანუ სეტის წაუგებლად ნახევარფინალში გავიდა - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* ემა რადუკანუმ პირველ სეტში 1:3-ზე ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო, მეორე სეტში ბრეიკის საშუალება არ მისცა მეტოქეს.

* რადუკანუ ერთადერთი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ მოხვდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

* რადუკანუს კარიერაში ყველა შეხვედრა აქვს მოგებული TOP50-ის მოთამაშეებთან – ექვსიდან ექვსი.

* რადუკანუ აშშ-ის ღიაზე რეიტინგში ყველაზე დაბალი ნომრის (150-ე ნომერი) მქონე ნახევარფინალისტია ისტორიაში.

* რადუკანუს აშშ-ის ღიაზე არც ერთი სეტი არ წაუგია და არც ერთ პარტიაში არ მიუცია მეტოქისთვის ოთხზე მეტი გეიმი.

* რადუკანუ აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია 2005 წლის შემდეგ.

* 2009 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის ღიას ქალთა ტურნირის ნახევარფინალში 20 წლამდე ასაკის ორი ჩოგბურთელი ითამაშებს – 18 წლის რადუკანუ და 19 წლის ლეილა ფერნანდესი. 12 წლის წინ, ნახევარფინალში გააღწიეს 19 წლის კაროლინ ვოზნიაცკიმ და იანინა ვიკმაიერმა.

* მარია საკარიმ კაროლინა პლიშკოვასთან მატჩის მსვლელობისას ზედიზედ 22 ქულა მოიგო საკუთარ გეიმებში.

* საკარიმ პირველ მოწოდებაზე 26-დან 24 ქულა აიღო, საკუთარ გეიმებში კი ჯამში მხოლოდ რვა გათამაშება დათმო.

* საკარიმ არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს.

* საკარის 23 „ვინერსი“ და მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

* საკარი მეოცედ თამაშობს „დიდი სლემის“ ტურნირებზე და მეორედ გავიდა ნახევარფინალში.

* საკარიმ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა რეიტინგის TOP5-ის წარმომადგენელი.

* საკარი პირველი ბერძენია, ვინც აშშ-ის ღიას ნახევარფინალში თამაშებს.

 

1/4 ფინალი

რადუკანუ (ბრიტ)-ბენჩიჩი (შვეიც, 11) 6:3, 6:4

საკარი (საბ, 11)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 4) 6:4, 6:4

1/2 ფინალი

რადუკანუ (ბრიტ)-საკარი (საბ, 11)

ფერნანდესი (კან)-საბალენკა (ბლრ, 2)