აშშ-ის ღია 2021 | ფინალში 18 წლის რადუკანუ და 19 წლის ფერნანდესი შეხვდებიან - 1/2 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ფინალში 18 წლის რადუკანუ და 19 წლის ფერნანდესი შეხვდებიან - 1/2 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

  • 19 წლის ლეილა ფერნანდესი და 18 წლის ემა რადუკანუ „დიდი სლემის“ ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტები არიან 2004 წლის შემდეგ. მაშინ, უიმბლდონის ფინალში გავიდა 17 წლის მარია შარაპოვა.
  • პირველად 1999 წლის შემდეგ, „დიდი სლემის“ ტიტულს გაითამაშებენ 20 წლამდე ჩოგბურთელები. 1999 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში იყვნენ – 17 წლის სერენა უილიამსი და 18 წლის მარტინა ჰინგისი.
  • ლეილა ფერნანდესმა ფინალამდე TOP5-ის სამი მოთამაშე დაამარცხა – ნაომი ოსაკა, ელინა სვიტოლინა და ახლა, არინა საბალენკა.
  • საბალენკას პირველ სეტში 3:0 მიჰყავდა ანგარიში და სეტბოლიც ჰქონდა.
  • ემა რადუკანუ მხოლოდ მეორედ თამაშობს „დიდი სლემის“ ტურნირზე და მეოთხედ – WTA-ის დონეზე.
  • რადუკანუმ კვალიფიკაცია გაიარა და ამ გზით მოხვდა ძირითად ბადეში. ის პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში (ქალებშიც და კაცებშიც), ვინც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში.
  • კვალიფიკაციასა და ძირითად ბადეში ჩატარებულ ცხრა მატჩში რადუკანუს არც ერთი სეტი არ წაუგია.
  • ძირითად ბადეში რადუკანუმ მეტოქეებს მხოლოდ 27 გეიმი დაუთმო. არც ერთ მეტოქეს მისთვის ერთ სეტში ოთხზე მეტი გეიმი არ მოუგია.
  • რადუკანუ შეუერთდა პემ შრაივერს (1978), ვინუს უილიამსსა (1997) და ბიანკა ანდრეესკუს (2019), რომლებმაც აშშ-ის ღიაზე დებიუტი ფინალში გასვლით აღნიშნესამ სამეულიდან მხოლოდ ანდრეესკუმ მოიგო ფინალი.

 

1/2 ფინალი

რადუკანუ (ბრიტ)-საკარი (საბ, 11) 6:1, 6:4

ფერნანდესი (კან)-საბალენკა (ბლრ, 2) 7:6(3), 3:6, 6:3