აშშ-ის ღია 2021 | პირველი ნახევარფინალური წყვილი მედვედევმა და ოჟე ალიასიმმა შეადგინეს - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | პირველი ნახევარფინალური წყვილი მედვედევმა და ოჟე ალიასიმმა შეადგინეს - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* დანიილ მედვედევი ზედიზედ მესამედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

* მედვედევმა პირველ მოწოდებაზე ქულების 83 პროცენტი აიღო.

* მედვედევმა ტურნირზე პირველად წააგო სეტი.

* 21 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმი აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია ხუან მარტინ დელ პოტროს (2009) შემდეგ. მაშინ არგენტინელი 20 წლის იყო და ტიტული მოიგო.

* ოჟე-ალიასიმი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.

 

1/4 ფინალი

ოჟე ალიასიმი (კან, 12)-ალკარასი (ესპ) 6:3, 3:1 უარი

მედვედევი (რუს, 2)-ვან დე ზანდშულპი (ნიდ) 6:3, 6:0, 4:6, 7:5