აშშ-ის ღია 2021 | მამაკაცთა ტურნირი, პირველი დღე - ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
ფაქტები
* აშშ-ის ღიას პირველ დღეს 54 ათასი მაყურებელი დაესწრო მატჩებს.
* მამაკაცთა ტურნირის პირველ დღეს ხუთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას.
* 42 წლის ივო კარლოვიჩი 1977 წლის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, ვინც აშშ-ის ღიას მამაკაცთა ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშა.
* კარლოვიჩმა ბოლოჯერ ითამაშა აშშ-ის ღიაზე.
* 18 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა წელს კარიერაში პირველად ითამაშა „დიდი სლემის“ ყველა ტურნირის ძირითად ბადეში და ოთხივეჯერ მინიმუმ ერთი წრე გაიარა. მან ეს „დიდი სამეულის“ წევრებზე უფრო ადრე მოახერხა. ესპანელი 18 წლის და 3 თვისაა. რაფაელ ნადალს ეს მიღწევა 18 წლისა და 11 თვის ასაკში ჰქონდა, ნოვაკ ჯოკოვიჩს – 19 წლისა და 7 თვის ასაკში, როჯერ ფედერერს – 19 წლისა და 10 თვისას.
* მარინ ჩილიჩმა კარიერარში პირველად ვერ დაასრულა მატჩი. მანამდე მან 16 წლის განმავლობაში 838 სრული შეხვედრა ჩაატარა.
დღის დარტყმა – გრიგორ დიმიტროვი
კაცები. I წრე (განთესილთა მატჩები)
რუბლიოვი (რუს, 5)-კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 7:6(3), 6:3
პელია (არგ)-კრაინოვიჩი (სერ, 32) 6:7(2), 6:3, 6:2, 6:2
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)-კირგიოსი (ავსტრა) 6:3, 6:4, 6:0
ოჟე ალიასიმი (კან, 12)-დონსკოი (რუს) 7:6(0), 3:6, 7:6(1), 7:6(8)
გარინი (ჩილ, 16)-გომბოში (სლოვენ) 6:3, 4:6, 6:4, 7:6(4)
გოიოვჩიკი (გერ)-უმბერი (საფ, 23) 1:6, 6:1, 6:2, 5:7, 6:4
ალკარასი (ესპ)-ნორი (ბრიტ, 26) 6:4, 6:4, 6:3
ციციპასი (საბ, 3)-მარეი (ბრიტ) 2:6, 7:6(7), 3:6, 6:3, 6:4
რუუდი (ნორ, 8)-სუგიტა (იაპ) 6:3, 6:2, 6:2
ტრუნგელიტი (არგ)-დავიდოვიჩ ფოკინა (ესპ, 15) 5:7, 6:3, 7:5, 6:7(3), 6:4
ნაკაშიმა (აშშ)-ისნერი (აშშ, 19) 7:6(7), 7:6(6), 6:3
შვარცმანი (არგ, 11)-ბერანკისი (ლიტ) 7:5, 6:3, 6:3
დიმიტროვი (ბულ, 15)-რიფისი (აშშ) 6:1, 7:6(3), 6:3
ევანსი (ბრიტ, 24)-მონტეირო (ბრა) 6:3, 6:7(6), 6:4, 6:1
კოლშრაიბერი (გერ)-ჩილიჩი (ხორ, 23) 6:7(4), 6:7(3), 6:2, 6:1, 2:0 უარი
მედვედევი (რუს, 2)-გასკე (საფ) 6:4, 6:3, 6:1