აშშ-ის ღია 2021 | ჯოკოვიჩს სამი მატჩი რჩება „დიდ სლემამდე“ – 1/8 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ფაქტები
* ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე.
* ჯოკოვიჩი 51-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4 ფინალში. უფრო მეტი აქვს მხოლოდ ფედერერს – 58.
* ჯოკოვიჩი 2018 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეთორმეტედ ითამაშებს აშშ-ის ღიას 1/4 ფინალში.
* მატეო ბერეტინი „დიდი სლემის“ ზედიზედ მესამე ტურნირზე გავიდა 1/4 ფინალში.
* ლოიდ ჰარისი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის 1/4 ფინალში. გარდა ამისა, ამ სეზონში სამხრეთაფრიკელმა:
პირველად დაამარცხა მეტოქე TOP10-დან;
პირველად გავიდა ATP 500-ის ტურნირის ფინალში;
დებიუტი ჰქონდა TOP50-ში.
* 18 წლის კარლოს ალკარასი და 21 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმი ყველაზე „ახალგაზრდა“ მეოთხედფინალს ჩაატარებენ 1984 წლის შემდეგ. მაშინ 19 წლის პეტ კეშმა 20 წლის მატს ვილანდერს მოუგო.
* ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტია აშშ-ის ღია პირველობის ისტორიაში. „დიდი სლემის“ ტურნირებზე ის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტია მაიკლ ჩანგის (1990) შემდეგ.
* ოჟე ალიასიმი კარიერაში პირველად გავიდა აშშ-ის ღიას 1/4 ფინალში.
* ბოტიკ ვან დე ზანდშულპი მესამე ჩოგბურთელია აშშ-ის ღიას ისტორიაში, რომელიც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ გავიდა მეოთხედფინალში. მანამდე ეს შეძლეს ფრანგმა ნიკოლა ესკუდემ (1999) და ლუქსემბურგელმა ჟილ მიულერმა (2008).
* ვან დე ზანდშულპმა ნიუ იორკში ჩატარებულ შვიდ მატჩში პირველად მოიგო პირველი სეტი.
* ვან დე ზანდშულპი მეოთხედ თამაშობს „დიდი სლემის“ ტურნირების ძირითად ბადეში – ყველა ეს გამოსვლა იყო მიმდინარე სეზონში. ავსტრალიაში მან პირველ წრეში წააგო, როლან გაროსსა და უიმბლდონზე – თითო წრე გაიარა.
1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბრუქსბი (აშშ) 1:6, 6:3, 6:2, 6:2
ბერეტინი (იტა, 6)-ოტე (გერ) 6:4, 3:6, 6:3, 6:2
ზვერევი (გერ, 4)-სინერი (იტა, 13) 6:4, 6:4, 7:6(7)
ჰარისი (ს.აფრ)-ოპელკა (აშშ, 22) 6:7(6), 6:4, 6:1, 6:3
ოჟე ალიასიმი (კან, 12)-ტიაფო (აშშ) 4:6, 6:2, 7:6(6), 6:4
ალკარასი (ესპ)-გოიოვჩიკი (გერ) 5:7, 6:1, 5:7, 6:2, 6:0
ვან დე ზანდშულპი (ნიდ)-შვარცმანი (არგ, 11) 6:3, 6:4, 5:7, 5:7, 6:1
მედვედევი (რუს, 2)-ევანსი (ბრიტ, 24) 6:3, 6:4, 6:3