აშშ-ის ღია 2021 | ჯოკოვიჩი და ზვერევი ნაადრევ ფინალს ითამაშებენ - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ჯოკოვიჩი და ზვერევი ნაადრევ ფინალს ითამაშებენ - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* ალექსანდრ ზვერევმა ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.

* ზვერევს ლოიდ ჰარისის წინაღმდეგ 43 „ვინერსი“ ჰქონდა.

* ჰარისი პირველ პარტიაში 5:3-ზე სეტზე აწვდიდა, ტაი-ბრეიკზე კი 6:5-ზე სეტბოლი ჰქონდა.

* ზვერევს აშშ-ის ღიაზე 73 საკუთარი გეიმიდან 69 აქვს მოგებული.

* ზვერევი ზედიზედ მეორედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

* ზვერევი აშშ-ის ღიას მოგების შემთხვევაში მეორე მამაკაცი იქნება, ვისაც ერთ წელს მოგებული ექნება ეს ტურნირი და ოლიმპიადა. პირველად ეს 2012 წელს ენდი მარეიმ შეძლო.

* ნოვაკ ჯოკოვიჩს „დიდი სლემის“ ტურნირებზე 26-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.

* ჯოკოვიჩი აქამდე არასოდეს დამარცხებულა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში – 12-სან 12 მოგება.

* ჯოკოვიჩი და ბერეტინი წელს მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და სერბმა სამივეჯერ მოიგო.

* ბერეტინის 0-4 აქვს ურთიერთშეხვედრათა ბალანსი ჯოკოვიჩთან და 0-6 TOP10-ის ჩოგბურთელებთან („დიდი სლემის“ ტურნირებზე).

* ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში წააგო პირველი სეტი.

* ჯოკოვიჩს იტალიელ მეტოქეებთან კარიერაში 44 მოგება და სამი წაგება აქვს, „დიდ სლემზე“ – 15 მოგება და ერთი წაგება.

* ჯოკოვიჩმა 224-ედ მოუგო TOP10-ის ჩოგბურთელებს და როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა.

* ჯოკოვიჩი 42-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. მასზე წინ მხოლოდ ფედერერია – 46.

* ჯოკოვიჩისა და ზვერევის ურთიერთშეხვედრებში სერბი წინ არის – 6:3.

 

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერეტინი (იტა, 6) 5:7, 6:2, 6:2, 6:2

ზვერევი (გერ, 4)-ჰარისი (ს.აფრ) 7:6(6), 6:3, 6:4

 

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ზვერევი (გერ, 4)

ოჟე ალიასიმი (კან, 12)-მედვედევი (რუს, 2)