აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის ფერნანდესი ნახევარფინალშია - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის ფერნანდესი ნახევარფინალშია - 1/4 ფინალის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* ლეილა ფერნანდესმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო სამ სეტში.

* ფერნანდესი 5:2-ს იგებდა მესამე სეტს, მაგრამ ელინა სვიტოლინამ გაათანაბრა ანგარიში, ტაი-ბრეიკშიც კანადელი 4:1 დაწინაურდა და უკრაინელმა ისევ აღადგინა თანაფარდობა – 5:5, მაგრამ ბოლო ორი ქულა ფერნანდესმა აიღო.

* ფერნანდესი პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში, WTA-ის დონეზე კი ეს მხოლოდ მესამედ გააკეთა.

* ფერნანდესი აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი გახდა მარია შარაპოვას (2005) შემდეგ.

* ფერნანდესმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა TOP20-ის ჩოგბურთელი.

* ტურნირის შედეგების მიხედვით, ფერნანდესმა გაინაღდა რეიტინგის TOP20-ში მოხვედრა.

* არინა საბალენკა ზედიზედ მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.

* საბალენკამ მეორე სეტში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს.

 

1/4 ფინალი

ფერნანდესი (კან)-სვიტოლინა (უკრ, 5) 6:3, 3:6, 7:6(5)

საბალენკა (ბლრ, 2)-კრეიჩიკოვა (ჩეხ, 8) 6:1, 6:4