აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება

აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ნიუ ორლეანსა და ლას ვეგასში მომხდარ შემთხვევებს შორის ამჟამად კავშირი არ იკვეთება.

ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილის, კრისტოფერ რაიას განცხადებით, ნიუ ორლეანში თავდასხმის შესახებ გამოძიებისას აღმოაჩინეს ეჭვმიტანილის სამი მობილური ტელეფონი და ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

შეგახსენებთ, ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, დაშავდა შვიდი ადამიანი. აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.