აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პრესსპიკერი - ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად დასაგმობია, ვითანამშრომლებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა რუსეთმა პასუხი აგოს, სადაც არ უნდა მივყავდეთ მტკიცებულებას

ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პრესსპიკერი ჯონ ულიოტი.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია დღევანდელი შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად დასაგმობია. რუსეთმა წარსულშიც გამოიყენა ქიმიური ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“.

ჩვენ ვითანამშრომლებთ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა რუსეთმა პასუხი აგოს, სადაც არ უნდა მივყავდეთ მტკიცებულებას და შევუზღუდოთ დაფინანსება მათი მავნებლური საქმიანობისთვის.

რუს ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულებები მშვიდობიანად, შურისძიების შიშის გარეშე და მით უმეტეს ქიმიური აგენტების გარეშე“, – წერს პრესსპიკერი.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.