აშშ-ის „დემოკრატიულმა პარტიამ“ იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპს შესაძლოა, ახალი ბრალდება წაუყენოს
აშშ-ის „დემოკრატიულმა პარტიამ“ იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპს შესაძლოა, ახალი ბრალდება წაუყენოს. ამის შესახებ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, თეთრი სახლის ყოფილი იურიდიული მრჩევლის, დონალდ მაკგანის ჩვენების მოსმენის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ტრამპის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ახალი გარემოებების აღმოჩენას იმედოვნებენ.
„დემოკრატიული პარტიის“ წევრები ცდილობენ, რომ მაკგანისგან ჩვენების მიცემა სასამართლოს საშუალებით შეძლონ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე დონალდ მაკგანი აქტიურად თანამშრომლობდა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერთან.