აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ არ ეძებს ესკალაციას, თუმცა მზად არის, დაიცვას საკუთარი ძალები რეგიონში, აშშ-ის ძალებმა ირანული შეტევები მოიგერიეს და საპასუხო დარტყმები განახორციელეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ არ ეძებს ესკალაციას, თუმცა მზად არის, დაიცვას საკუთარი ძალები რეგიონში, აშშ-ის ძალებმა ირანული შეტევები მოიგერიეს და საპასუხო დარტყმები განახორციელეს

აშშ არ ეძებს ესკალაციას, თუმცა მზად არის, დაიცვას საკუთარი ძალები და ინტერესები რეგიონში, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანულმა ძალებმა ერთდროულად გაუშვეს რამდენიმე რაკეტა და დრონი, თუმცა ამერიკულ სამხედრო გემებს არცერთი მათგანი არ მოხვედრია.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიშები თავდაცვის ფარგლებში განხორციელდა.

„აშშ-ის ძალებმა ირანული შეტევები მოიგერიეს და შემდეგ თავდაცვის მიზნით საპასუხო დარტყმები განახორციელეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.