აშშ-ის ღიას პირველი კვირის TOP10-ში ბასილაშვილი მესამე ადგილზეა [ვიდეო]
აშშ-ის ღია პირველობაზე პირველმა კვირამ ჩაიარა და ტურნირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განვლილი შვიდი დღის 10 საუკეთესო მომენტი.
მესამე ადგილზე გავიდა ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დარტყმა მეორე წრის მატჩში ამერიკელი ჯეკ სოკის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – „დიდი სლემის“ ტურნირზე მერვედფინალამდე მიაღწია და იქ მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში წააგო.