აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასი ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ამის შესსახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ნიუ-იორკს, ნიუ ჯერსის, კონექტიკუტს, პენსილვანიისა და ვირჯინიის 600 ათასს აბონენტს. უამინდობის გამო შეზღუდულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. გადადებულია ათობით ავიარეისი.

Fox News-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში გარდაცვლილია 11 წლის ბავშვი, რომელსაც მოგლეჯილი ხე დაეცა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა კონექტიკუტში.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან ეროვნული გვარდიის წევრები.