აშრაფ ჰაკიმიმ და პსჟ-მა კონტრაქტის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
აშრაფ ჰაკიმიმ და პსჟ-მა კონტრაქტის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი მოელაპარაკა პარიზულ კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამის შესახებ დაწერა RMC Sport-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოკინსმა.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში შეთანხმდა, უკვე ხელმოწერილია. ახალი კონტრაქტი ძალაში იქნება 2029 წლის ზაფხულამდე.

ჰაკიმიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.