„რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, მადრიდული კლუბის წინადადება უარყო.
AS-ის მონაცემებით, „ოქროს ბურთის“ მფლობელს, შეთავაზებული ფინანსური პირობები არ მოეწონა. მოდრიჩის ამჟამინდელი ხელშეკრულება „რეალთან“, ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა .
თუ მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ მოილაპარაკებენ, ფლორენტინო პერესი, დიდი ალბათობით, 2018-19 წლების სეზონის შემდეგ მოდრიჩს გაყიდის, რათა მოგვიანებით მისი უფასოდ გაშვება არ მოუწიოს.
წლევანდელ ზაფხულს, მოდრიჩის შეძენით მილანის „ინტერი“ იყო დაინტერესებული.