AS – მოდრიჩმა ახალ კონტრაქტზე „რეალის“ პირველი წინადადება უარყო

10:29, 29.12.2018

„რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, მადრიდული კლუბის წინადადება უარყო.

AS-ის მონაცემებით, „ოქროს ბურთის“ მფლობელს, შეთავაზებული ფინანსური პირობები არ მოეწონა. მოდრიჩის ამჟამინდელი ხელშეკრულება „რეალთან“, ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა .

თუ მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ მოილაპარაკებენ, ფლორენტინო პერესი, დიდი ალბათობით, 2018-19 წლების სეზონის შემდეგ მოდრიჩს გაყიდის, რათა მოგვიანებით მისი უფასოდ გაშვება არ მოუწიოს.

წლევანდელ ზაფხულს, მოდრიჩის შეძენით მილანის „ინტერი“ იყო დაინტერესებული.

მსგავსი