AS - მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსოს მოიაზრებს #1TVSPORT
AS - მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსოს მოიაზრებს #1TVSPORT

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ფიქრი დაიწყეს და კარლო ანჩელოტის შემცვლელად სამი კანდიდატიც შეარჩიეს.

64 წლის იტალიელ სპეციალისტს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და როგორც მედია იუწყება, ის ამის შემდეგ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

გამოცემის ცნობით, „რეალის“ პოტენციური მწვრთნელების სიაში ალვარო არბელოა, რაულ გონსალეს ბლანკო და ჩაბი ალონსო არიან. ეს უკანასკნელი კი პოსტის დაკავების მთავარი ფავორიტია.

41 წლის ჩაბი ალონსო ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერს“ ავარჯიშებს. გერმანიის ბუნდესლიგაში მის გუნდს 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა. ესპანელის გაწვრთნილებმა 7 დან 6 მატჩი მოიგეს და მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნთან“ ითამაშეს ფრედ.

შეგახსენებთ, რომ ალონსო მადრიდის „რეალის“ ღირსებას ფეხბურთელის რანგში 2009-2014 წლებში იცავდა.