გლაზგოს „აიბროქსზე“ მისულმა გულშემატკივრებმა საინტერესო 90 წუთი იხილეს, სადაც „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა ითამაშეს, მატჩი კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 4:3.
შოტლანდიური კლუბის მწვრთნელი ალექს მაკლეიში იყო, რომელმაც შოთა არველაძე მოედანზე შეცვლაზე შეიყვანა, ხოლო რობი ფაულერმა მსოფლიო ლეგენდებში ასევე შეცვლაზე გიორგი ქინქლაძე ათამაშა.
„რეინჯერსიდან“ ჯერმენ დეფომ დუბლი შეასრულა, ერთიც კრის ბოიდმა გაიტანა, ხოლო სტუმრებიდან თავი დუბლით რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა, თითო-თითო გოლი კი ჯეკ უილშირისა და ლუის ბოა მორტეს ანგარიშზეა.
„რეინჯერსის“ ლეგენდები – მსოფლიოს ლეგენდები 3:4
„რეინჯერსის“ ლეგენდები: ვატერეუსი, პაპაკი, ალვესი, ამორუზო, ჰატონი, ფერგიუსონი, მენდესი, მაკანი, დე ბური, დეფო, მილერი
შემცვლელები: კეროლი, არველაძე, უოლესი, ელავიჩი, ბოიდი, ვინიალი, ჰენდრი, რეი, ალბერცი, ლოვენკრანდსი, ენდრიუსი, იოჰანსონი, კუზენი, ბიტი.
მსოფლიოს ლეგენდები: ჯეიმს, ჰუტი, სტამი, დოუსონი, ჩიმბონდა, ესიენი, პეტი, დაუნინგი, უილშირი, ვან პერსი, იაკუბუ.
შემცვლელები: რაჩუბკა, კანუ, ბოა მორტე, ქინქლაძე, ბრაუნი, ვიმპელი.