არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა #1TVSPORT
არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა #1TVSPORT

უკრაინის მხარდასაჭერად ,„ჩელსის“ საშინაო მოედანზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული საფეხბურთო საქველმოქმედო მატჩი შევჩენკოსა და ზინჩენკოს მეგობრებს შორის 2:2 დასრულდა, რომელშიც ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე მონაწილეობდა.

ფონდმა United24-მა გამოაცხადა შემადგენლობა საქველმოქმედო მატჩისთვის (Game4Ukraine) უკრაინის მხარდასაჭერად. ერთმანეთს ფეხბურთის, კინოსა და მუსიკის ცნობილი ვარსკვლავების ორი გუნდი, ანდრი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს ხელმძღვანელობით დაუპირისპირდნენ.

შევჩენკოს გუნდს (ლურჯ ფერებში) „ჩელსის“ქალთა გუნდის მწვრთნელი – ემა ჰეისი ხელმძღვანელობდა, ხოლო ზინჩენკოს გუნდს – „არსენალის“ ლეგენდა არსენ ვენგერი.

შოთა არველაძე შევჩენკოს გუნდში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მართალია, მცირე ხნით გავიდა, მაგრამ ქართველი ვეტერანი მოედანზე მალევე დაბრუნდა.

პროფესიონალ ფეხბურთელებს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. გამოჩნდნენ სერიალების ვარსკვლავები – ტედ ლასო, ტოჰიბ ჯიმო და ფილ დანსტერი, ბრიტანელი კომიკოსი რასელ ჰოვარდი, მსახიობები არჩი რენო, ჰირო ფაინს ტიფინი და რალფ ლიტლი, ასევე მუსიკოსები ჯეიმს არტური და ტომ გრენანი.