Samsunhaber - ოფიციალური მოლაპარაკებები მალე გაიმართება, „სამსუნსპორის“ მიზანი არველაძის დანიშვნაა #1TVSPORT
Samsunhaber - ოფიციალური მოლაპარაკებები მალე გაიმართება, „სამსუნსპორის“ მიზანი არველაძის დანიშვნაა #1TVSPORT

სამსუნსპორმა“, რომელმაც რამდენიმე მწვრთნელისგან უარი მიიღო, შოთა არველაძეს მიმართა და წარმატებულ ქართველ მწვრთნელთან პირველმა კონტაქტმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, – ინფორმაციას გამოცემა Samsunhaber ავრცელებს.

„შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში დასაბრუნებლად ემზადება. „სამსუნსპორი“, რომელიც ჰუსეინ ეროღლუს გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებდა, უცხოელ მწვრთნელს მაშინ მიუბრუნდა, როცა ადგილობრივი სპეციალისტებისგან – აიკუტ კოჩამანისგან, სერგენ იალჩინისა და რიზა ჩალიმბეისგან უარი მიიღო.

ქართველი, რომელიც საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელი გახდა, თურქეთის კლუბებს უკვე ავარჯიშებდა -„კაისერს“, „კასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორს“. შოთა არველაძის სახელი ახლა „სამსუნსპორს“ დაუკავშირეს.

უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტი იუკსელ ილდირიმი, სავარაუდოდ, წითელ-თეთრთა გუნდის შოთას შეხვდება. „სამსუნსპორის“ პრეზიდენტი ბევრ სპეციალისტს შეხვდა, მაგრამ ისეთი მწვრთნელი ვერ მოძებნა, როგორიც სურდა“, – ამტკიცებს გამოცემა.