„იუვენტუსის“, „ბაიერნის“, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი, კოპა ამერიკას ორგზის გამარჯვებული არტურო ვიდალი ჩილეში სექსუალურ ძალადობაშია დადანაშულებული.
როგორც TVN იტყობინება, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე განცხადების მიღების შემდეგ. მასში დადანაშაულებულია 37 წლის ვიდალი და კლუბ “კოლო კოლოს” სხვა მოთამაშეები.
სავარაუდო დანაშაული მოხდა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ერთ-ერთ ბარში. ქალი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი მიაღებინეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს.
იტყობინებიან, რომ ვიდალი პოლიციაში დაიბარეს საქმის გამოძიების რანგში პიროვნების შემოწმებისთვის. ამასთან, ამ მომენტისთვის არავინაა დაპატიმრებული.