„არსენალმა“ სოკრატისს კონტრაქტი გაუწყვიტა – ბერძენი ფეხბურთელით ესპანური გუნდია დაინტერესებული

18:55, 20.01.2021

ლონდონის „არსენალმა“ სოკრატის პაპასტატოპულოსს ორმხრივი შეთანხმების შედეგად კონტრაქტი გაუწყვიტა, – ამის შესახებ კლუბმა დაადასტურა.

https://twitter.com/Arsenal/status/1351877920579596289?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1351877920579596289%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.goal.com%2Fen%2Fnews%2Flive%2Ftransfer-news-and-rumours-live%2F11gh0inbxc0a11fkmtwdm5nnsg

სოკრატისის კონტრაქტი სეზონის ბოლოს, ზაფხულში ისედაც იწურებოდა, მაგრამ „მეთოფეებმა“ ბერძენი ფეხბურთელი ნაადრევად გაუშვეს გუნდიდან და მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

ამ სეზონში სოკრატისი „არსენალის“ შემადგენლობაში ერთხელაც არ ყოფილა. ბოლო მატჩი, სადაც მიგელ არტეტამ ბერძენი ათამაშა იყო აგვისტოში „ჩელსის“ წინააღმდეგ FA თასის ფინალში. „არსენალმა„ ამ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

სოკრატისი „არსენალს“ 2018 წელს 14 მილიონ ფუნტადდორტმუნდიდან“ შეუერთდა. ლონდონური კლუბის მაისურით მან 69 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბერძენი ფეხბურთელის შეძენით ამ ეტაპზე „რეალ ბეტისია“ დაინტერესებული.

მსგავსი