„არსენალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ალექსანდერ მანინგერი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაიცვალა #1TVSPORT
„არსენალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ალექსანდერ მანინგერი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაიცვალა #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე, ავსტრიელი ალექსანდერ მანინგერი ავარიაში დაიღუპა.

ავსტრიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი 48 წლის ასაკში ზალცბურგში, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მის ავტომობილს მატარებელი დაეჯახა.

მანინგერი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა. ის 1997 წელს „არსენალს“ შეუერთდა და 2001 წლამდე 64 მატჩი ჩაატარა.

ამის შემდეგ კარიერა იტალიაში გააგრძელა, სადაც სხვადასხვა დროს იცავდა „ფიორენტინას“, „ტორინოს“, „ბოლონიას“, „ბრეშას“, „სიენასა“ და „იუვენტუსის“ კარს.

ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში მანინგერი 1999-2009 წლებში თამაშობდა.