„არსენალი“ ვლაჰოვიჩში 55 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
„არსენალი“ ვლაჰოვიჩში 55 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT

ლონდონის „არსენალს“ „ფიორენტინას“ ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის შეძენა სურს.

როგორც გაზეთი Gazzetta dello Sport წერს, „არსენალმა“ ფლორენციულ კლუბს უკვე მიმართა წინადადებით – 55 მილიონი ევრო და ნახევარმცველი ლუკას ტორეირა 21 წლის სერბის სანაცვლოდ. ტორეირა ამ მომენტისთვის სწორედ „ფიორენტინაში“ თამაშობს იჯარის წესით და მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ვლაჰოვიჩმა, რომელმაც ამ სეზონში 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა, „არსენალში“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი უნდა შეცვალოს, რომელსაც დისციპლინის დარღვევისთვის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და ვარჯიშებს ჩამოაშორეს.