„არსენალი“ შინ „ბაიერნს“ გადაურჩა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„არსენალი“ შინ „ბაიერნს“ გადაურჩა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სერჟ გნაბრის სტუმრად ინგლისური კლუბების წინააღმდეგ შვიდი გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი ქარიმ ბენზემას აქვს გატანილი.

* ვილიამ სალიბა 42-ედ მოხვდა ამ სეზონში „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში. TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში ასეთი მაჩვენებელი წინა ხაზის არცერთ მოთამაშეს არ აქვს.

* ჰარი კეინს „ბაიერნში“ 38 მატჩში 39 გოლი დაუგროვდა.

* კეინმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის დაწინაურდა. მას ექვს-ექვსი გოლით მისდევენ კილიან მბაპე (პსჟ), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) და ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი).

* ალფონსო დევისი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს „არსენალთან“ განმეორებით მეოთხედფინალს.

 

არსენალი-ბაიერნი          2:2

გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32-პენ), 2:2 ტროსარი (76)

არსენალი: დავიდ რაია, უაიტი, გაბრიელი, სალიბა (46. ზინჩენკო), კივიორი, ჟორჟინიო (67. გაბრიელ ჟესუსი), ედეგორი, რაისი, ჰავერტცი (86. პარტეი), მარტინელი (66. ტროსარი), საკა.

ბაიერნი: ნოიერი, ლაიმერი, დაიერი, დე ლიგტი, დევისი, გორეტცკა, კიმიხი, სანე (66. კომანი), მუსიალა, კეინი, გნაბრი (70. რაფაელ გერეირო).