„არსენალი“ მზად არის, ვლახოვიჩის ტრანსფერში 180 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
„არსენალი“ მზად არის, ვლახოვიჩის ტრანსფერში 180 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT

„არსენალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე დუშან ვლახოვიჩია, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს, ჯერჯერობით, „ფიორენტინაში“ დარჩენა სურს, რომ გუნდს ევროტურნირების საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს და ფლორენციულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.

აღნიშნავენ, რომ „არსენალის“ ხელმძღვანელობას 21 წლის სერბის შეძენა 180 მილიონი ევრო დაუჯდება (ხუთწლიანი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის ჩათვლით) და ლონდონური კლუბის მზად არის, ეს თანხა გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ვლახოვიჩმა სერბეთის ნაკრებისა და „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის ავტორი გახდა.