„არსენალი“ მზად არის ვინისიუსს კლუბის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი შესთავაზოს #1TVSPORT

22:29, 26.07.2026

„არსენალს“ მადრიდის „რეალის“ გარემარბის, ვინისიუსის გაფორმება სურს, – წერს გაზეთი The Telegraph-ი.

დღეისთვის 26 წლის ბრაზილიელი კვირაში 400 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. „არსენალი“ მზად არის პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნავენ, რომ დაფინანსება არ იქნება პრობლემა ლონდონური კლუბისთვის.

თუ ტრანსფერი შედგება, გარემარბი ყველაზე მსხვილ კონტრაქტს მიიღებს „არსენალის“ ისტორიაში.

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს არ სურს ვინისიუსთან გამოთხოვება, მაგრამ მადრიდელთა ხელმძღვანელობა განიხილავს გარემარბის გაყიდვის შესაძლებლობას, რადგან ფეხბურთელს 2027 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი.

მსგავსი