არსენ ვენგერს შვეიცარიის ნაკრების გაწვრთნის შანსი აქვს #1TVSPORT
არსენ ვენგერს შვეიცარიის ნაკრების გაწვრთნის შანსი აქვს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, შვეიცარიის ნაკრები ჩაიბაროს. ამის შესახებ ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა“ დაწერა.
შვეიცარიის ნაკრები ევრო 2020-ის შემდეგ მწვრთნელის გარეშე დარჩა, რადგან სერბი სპეციალისტი ვლადიმირ პეტკოვიჩი ფრანგულ „ბორდოში“ წავიდა სამუშაოდ. ახლა, ეროვნულ გუნდს სჭირდება სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ნაკრების გაყვანას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
ვენგერი „არსენალიდან“ 2018 წელს წავიდა, რის შემდეგაც დაასრულა სამწვრთნელო კარიერა და ფიფა-ში გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.